რისი უფლება არ აქვთ ჟურნალისტებს?

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ჯურნალისტს არ აქვს უფლება რომ ნებართვის გარეშე  შემოვიდნენ კერძო მფლობელობაში არსებულ შენობებში. არავის  აქვს უფლება პირადი ცხოვრების, საიდუმლოს  ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების მოპოვების, შენახვის გამოყენებისა თუ გავრცელების უფლება.

ასევე ისჯება  პირადი მიმოწერის თუ ტელეფონით საუბრის გაშუქება. თუმცა სასამართლოს დასადგენია პირადი ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია რამდენად წარმოადგენდა საზოგადოებრივ ინტერესს და მისი გავრცელება შეიძლება ჩაითვალოს თუ არა  სისხლის სამართის დანაშაულად.

ღია სივრცეში ჟურნალისტური საქმიანობა კი არ იზღუდება  და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან ისჯება ორ წლამდე პატიმრობით.

საზოგადოებრივი ინტერესი ეხება საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე იმგვარად, რომ შეიძლება მართებულად (სამართლიანად) გამოიწვიოს საზოგადოების დაინტერესება ან ყურადღების მიპყრობა.