ადვოკატის შესახებ

ვახტანგ მაჭავარიანი - განათლებით ისტორიკოსი-ქართველოლოგი, იურისტი - როგორც სამოქალაქო ასევე სისხლის სამართლის მიმართულებით. ამჟამად ადვოკატი, კომპანია „ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი“-ის დამფუძნებელი.

წლების მანძილზე ცხოვრობდა და სწავლობდა დიდ ბრიტანეთში, ჩამოაყალიბა საკუთარი კომპანია, სადაც მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები და გამოცდილება დააგროვა.

სხვადასვხა დროს მუშაობდა წამყვან პოზიციებზე საბანკო და დეველოპერულ  სფეროებში, ინტერპოლში, საქაერონავიგაციაში.

საადვოკატო პრაქტიკა 2007 წელს დაიწყო და მას შემდეგ წარმატებით მოღვაწეობს ამ მიმართულებით. ამ წლების განმავლობაში  დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება, ცოდნა და პრაქტიკული კავშირები, რამაც განაპირობა მისი პროფესიონალად ჩამოყალიბება. მას ჩატარებული აქვს  500 მდე სასამართლო პროცესი, მონაწილეობდა  არაერთ რეზონანსულ საქმეში, აქვეყნებს იურიდიულ პუბლიკაციებს და არის გადაცემა „სამართლის საათი ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად“ ავტორი და წამყვანი.

იგი მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის წარმოებულ  საომარ მოქმედებებში აფხაზეთის ტერირორიაზე და დაჯილდოვებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის. სწორედ ამიტომ, საადვოკატო საქმიანობის პარალელურად 2012 წელს, თანამებრძოლებთან ერთად  ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაცია  ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტი“, დღემდე იცავს ვეტერანთა და მათი ოჯახების კანონიერ უფლებებს.

ვახტანგ მაჭავარიანს ახასიათებენ, როგორც შეუპოვარ და მიზანწრაფულ პიროვნებად.

 

რატომ ჩვენ

კარგმა ადვოკატმა იცის კანონი, ძალიან კარგმა კი სამართალი, ეს ფრაზა სრულებით გამოხატავს იმ კონცეფციას თუ როგორ ვუდგებით ჩვენ, ჩვენს საქმიანობას. ჩემმა პროფესიულმა არაერთფეროვნებამ, განათლებამ თუ უბრალოდ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ  ჩამიმიყალიბა ჩემეული მიდგომა თვითოეულ საქმეზე, ლოგიკა და კანონი ერთმანეთთან შესაბამისობაში იძლევა უნიკალურ შედეგს, თუნდაც ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი.

საერთო სპეციალიზაცია როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო კანონმდებლობის გამოყენებით  მაძლევს საშუალებას, ყოველ საქმეზე მივაღწიო სასურველ შედეგს. თვითოეული საქმის წარმოებას სჭირდება შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება, ტაქტიკა და მანევრირება. ჩვენი ვალდებულებაა შემოგთავაზოთ საერთო მიზნისაკენ  ორიენტირებული მიმართულებები, სამართლებრივი საშუალებები, მოსალოდნელი გართულებები, ხარჯები და სავარაუდო შედეგები.

თქვენს წინაშე მდგარი სამართლებრივი გამოწვევები, ჩვენი ზრუნვის საგანი ხდება. ჩემი და ჩემი გუნდის ყოველი წევრის ინდივიდუალიზმი, ცოდნა და პასუხისმგებლობა, მაღალი ხარისხის საშუალებას იძლევა,  ამიტომაც ჩვენთან ურთიერთობა  სიმშვიდის გრძნობას დაგიბრუნებთ.

ჩვენი მომსახურება თქვენს შეფასებაზეა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ,  ორიენტირებული ვართ მომსახურების მაღალ დონეზე, სანდოობაზე და შედეგზე, რადგანაც ჩვენი რეპუტაცია ჩვენი კაპიტალია.

 

პრეზენტაციის გადმოწერა