რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დაუმთავრებელ კორპუსში ბინის შეძენისას?

პირველ რიგში გადაამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერები, დარწმუნდით, რომ ასაშენებელი ობიექტი ნამდვილად გამყიდველს ეკუთვნის. გამყიდველი თუ იურიდიული პირია, მაგალითად შპსშეამოწმეთ ამ შპს-ს ამონაწერი, ნახეთ ვინ არიან მეწილეები და რა მდგომარეობა აქვთ მათ.ამას მარტივად, საჯარო რეესტრის ვებ გვერდის საშუალებით შეძლებთ. უძრავი ქონებაზე ინფორმაციას  უძრავი ქონების რეესტრიდან მიიღებთ, ხოლო იურიდიული პირის შესახებ ბიზნეს რეესტრის საშუალებით.

მიაქციეთ ყურადღება თუ როდის განახლდა ამონაწერი, ამონაწერი თუ ძველია, თქვენ იმავე საიტის საშუალებით ადვილად, სულ რაღაც 10 ლარად განაახლებთ მას. ამონაწერი თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ დაინახოთ ვის საკუთრებას წარმოადგენს კონკრეტული ობიექტი. აქვს თუ არა ქონების გასხვისების უფლება, რა შეზღუდვები და ვალდებულებები გააჩნია მას.

იმ შემთხვევაში თუ განშლააგაკეთებული, ესეიგი ასაშენებელი კორპუსი განაწილებულია ბინების მიხედვით. მოთხოვნა უნდა განსაზღვროთ თქვენივე ბინის საკადასტრო კოდის მიხედვით. გაარკვიეთ თუ როგორ ფინანსდება მშენებლობა და დაზღვეულია თუ არა ის.

მოიკვლიეთ ასაშენებელი კორპუსის სამშენებლო დოკუმენტაცია. დარწმუნდით, რომ მშენებლობის ნებართვა შესაბამისი დროით არის გაცემული. მშენებლობა კანონიერია და სამშენებლო დარღვევებისთვის  შეჩერება არ ემუქრებათ.  ეს ადვილია შეხვალთ tas. Ge ზე შემდეგ ინტერაქტიულ რუკაზე. შეიყვანთ საკადასტრო კოდს და თქვენთვითონ ნახავთყველა ინფორმაცას მშენებლობის შესახებ.

მას შემდეგ რაც თქვენ დარწმუნდებით, რომ მშენებლობა პერსპექტიულია  დგება ხელშეკრულების გაფორმების დრო. ხელშეკრულება მთავარი დაცვის მექანიზმია და შესაბამისად ამომწურავად უნდა პასუხობდეს თქვენს ინტერესებს. ყურადღება მიაქციეთ ყველა ნიუანს რადაგან ეს გადამწყვეტი იქნება დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

მიზანშეწონილია, რომ შესაძენი ობიექტის საფასური გადაიხადოთ გრაფიკის მიხედვით და ეს გრაფიკი დაუკავშიროთ მშენებლობის გრაფიკს. მაგალითად თუ ორი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოთ ნასყიდობის საფასური! განსზღვრეთ, რომ თანხის გადახდა, განხორციელდება მშენებლობის დინამიკიდან გამომდინარე.

სამ თვეში აშენდა ორი სართული თქვენ იხდით გრაფიკით განსაზღვრული თანხის ნაწილს არ აშენდა ეს ორი სართული არ იხდით არაფერს სანამ არ აშენდება.  აშენების გრაფიკის დარღვევისა და შეუსრულებელი ვალდებულებისათვის  განსაზღვრეთ პირგასამტეხლო.

პირველადი შენატანი, ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას შეიტანეთ და ბოლოს:თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პირობებს თქვენვე არ დაარღვევთ, შეთანხმებაში მიუთითეთ, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შევიდეს ძალაში რათა დაზოგოთ დრო, რესურსი და რაც მთავარია ნერვები.