იურიდიული კომპანია ,,ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი’’ აცხადებს ვაკანსიას
ადვოკატის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი , ყიფშიძის 2 ა, ბიზნეს ცენტრი G&O.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-18:00 სთ.
ასაკი: 35 წლამდე
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13.12.2019
ფუნქცია- მოვალეობები:
- ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
 - ხელშეკრულებების, სარჩელების, შესაგებლებისა და სხვა სახის
 - იურიდიული დოკუმენტების შედგენა, შესწავლა და დამუშავება;
 - კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
 - სასამართლოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
 - კომპანიის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
 - კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
 - კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
 - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; (სასურველია საერთოს მიმართულებით)
 - იურისტად/ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
 - აუცილებელია სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
 - ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
 - კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
 - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
 
დამატებითი მოთხოვნები:
- სამართლებრივი ანალიზის უნარი;
 - ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
 - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 - ანალიტიკური უნარი;
 - გუნდური მუშაობის უნარი;
 - ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 - გადმოცემისა და იურიდიული მოთხოვნების განმარტების კარგი უნარი;
 - პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა;
 
შერჩეული კანდიდატი დასაქმდება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
ანაზღაურება :
სამ თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1500ლარი (+ბონუსები)
გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ - 2000ლარი(+ბონუსები)
კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ
გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:
info@vmlawoffice.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება)
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 0322 904 510; მობ: 598 92 07 94
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს:
www.vmlawoffice.ge
გისურვებთ წარმატებას!